1.პროექტის სახელი: საქართველოს
მდინარეები - შიდა წყლები
2. პროექტის მთავარი იდეა: სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას და ახასიათებენ საქართველოს ბუბებრივ პირობებს. ადგენენ მიზეზ შედეგობრივ კავშირებს ფიზიკურ გეოგრაფიულ პარამეტრებს შორის და მსჯელობენ მათ გეოგრაფიაზე,(მაგ;საქართველოს რელიეფის ფორმებს და ჰავის თავისებურებებს უკავშირებს ჰიდროგრფიული ქსელის ჩამოყალიბება გავრცელებას. ამ მაჩვენებლების მიხედვით ადარებენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს;რუკებისა და ტექსტური მასალის გამოყენებით აღწერენ საქართველოსათთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან რესურსებს მინერალურწყლებს,სიმძლავრეს, ენერგიას და კავშირებს მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასთან,ადარებენ საქართველოს ორ განსხვავებულ რეგიონს, თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით (მდებარეობის, რელიეფის კლიმატის, ჰიდროგრაფიული,ქსელის და სხვა. მსგავსება განსხვავებას გამოსახავს მისთვის მისაღები ფორმით.ადარებს და აჯგუფებს საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებს.მაგ. ტრადიციული, ალტერნატიული, ენერგეტიკული რესურსები გარემოს დაცვითი უსაფრთხოების მიხედვით.ეცნობა მდგრადი განვითარებისგარემოს დაცვით თემებს, გამოყოფს მათგან საქართველოსათვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მზეზებზე და შედეგებზე.მოიძიებენ ინფორმაციას:
1)
წყლის
როლი
მცენარეთა,ცხოველთა
და
ადამიანის
ცხოვრებაში;
2) წყლის გამოყენება ყოველდღიურობასა და მრეწველობაში;
3) წყალსაცავების,მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა;
4) წყლისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშები.
3. პროექტის სრული აღწერა, პროექტის მიზნები: დაკვირვებისა და ექსპერიმენტების საშუალებით მოსწავლეები არკვევენ თუ როგორ ეგუებიან ცოცხალი ორგანიზმები წყლის უკმარისობას ან სიჭარბეს.
არკვევენ რა როლი უკავია წყალს ადამიანის ორგანიზმსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
იკვლევენ საკითხებს: ადამიანის ჯანმრთელობა და წყალი (წყლის მეშვეობით გავრცელებული დაავადებები).
მოსწავლები არკვევენ თუ რომელი ფაბრიკა-ქარხნები, საწარმოები ფუნქციონირებენ მათ რეგიონში, ასევე იკვლევენ როგორია წყლის როლი და როგორ გამოიყენება სამრეწველო საქმიანობაში.
მოსწავლეები იკვლევენ როგორია წყლის, მდინარეებისა და წყალსაცავების ეკოლოგიური მდგომარეობა და არკვევენ თუ რა ზიანი მოაქვთ საწარმოებს, ფაბრიკებსა და ქარხნებს წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
იღებენ წყლის სინჯებს, ახდენენ მათ ანალიზს.
ადგენენ დიაგრამებს. ტაბულებსა და გრაფიკებს, რომლებიც ასახავენ წყლის სხვადასხვა სინჯების შემადგენლობასა და დამოკიდებულებას სამრეწველო სამუშაოების გავლენის გამო.
მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას წყლისადმი მიძღვნილი ნაწარმოებების შესახებ და იკვლევენ მის როლს ამა თუ იმ მწერლებისა თუ მსატვრების შემოქმედებაში.
მოსწავლეები სისტემატურად იღებენ სურათებს და შექმნილ ფოტოებს განათავსებენ ვებგალერეაში.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15-17, მე-9 - მე-11
5. ვადები - ხანგრძლივობა: 2016 მარტი - 2016 მაისი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება (ბიბლიოთეკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი), მონაცემების შეტანა ცხრილში, დიაგრამების აგება, ფოტოების და ნახატების გამოფენა, ვებ-გალერეაში გადაღებული ფოტოების ატვირთვა (საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნას ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს, შეადგენენ ცხრილებსა და დიაგრამებს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, გადაღებული სურათებით, შესრულებული ნახატებითა და პლაკატებით აწყობენ გამოფენას.
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ წყლის როლზე მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის ცხოვრებაში, ბავშვები გაიგებენ რა ზიანი მოაქვთ საწარმოებს, ფაბრიკებსა და ქარხნებს წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე; უკეთ გაეცნობიან გარემოს. ბავშვები განიხილავენ ხელოვნების ნიმუშებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში-ბოტანიკაში, ბიოლოგიაში , ზოოლოგიაში, (შეისწავლიან წყლის როლს მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა ცხოვრებაში);
ქიმიაში(იღებენ წყლის სინჯებს, ახდნენენ მათ ანალიზს) ეკოლოგიაში(არკვევენ თუ რა ზიანი მოაქვთ საწარმოებს, ფაბრიკებსა და ქარხნებს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობისათვის) ლიტერატურაში (თუ რომელი მწერლისა თუ/პოეტის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა წყალმა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მათზე შექმნილი), ხელოვნებაში (მდინარის, ზღვის, ოკეანის ამსახველი ნახატები, კინოფილმები და სხვა), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა.

12. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ელიზბარაშვილი
mananaelizbarashvili@gmail.com

Комментариев нет:
Отправить комментарий